საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი

ხელნაწერი მხატვრული კომპოზიციები

მხატვრულ-კალიგრაფიულ ნამუშევრებზე მსოფლიოში მოთხოვნა ისეთივეა, როგორც სახვითი ხელოვნების სხვა ნიმუშებზე, თუმცა ხელნაწერთან შერწყმული მხატვრული კომპოზიცია განსაკუთრებულად ძვირფასი ხდება მისი მფლობელისათვის, სულიერი, ეროვნული, თუ პატრიოტული ნიშნის გამომსახველობის გამო.

ისევე, როგორც ხელნაწერი წიგნის შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ხელნაწერ ნაშრომთა ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირი ახდენს მხატვრული კომპოზიციების კლასიფიცირებას დედნებისა და რეპროდუქციების კატეგორიებად.

პირველი კატეგორია - ესაა ნამუშევართა დედნები, წარმოდგენილი ჩარჩოში, ან სხვა საშუალებებით, თვალსაჩინო ადგილზე გამოსაფენად.

მეორე კატეგორია - ეს ხელნაწერთა რეპროდუქციებია, წარმოდგენილი იგივე ან სხვა საშუალებებით, გამომდინარე დეკორატიულობიდან და ხელმისაწვდომობიდან.

ნიმუშები კატეგორიების მიხედვით

პირველი კატეგორია - დედნები

მეორე კატეგორია - რეპროდუქციები